23:01 | 2020-07-09 ავტორი: Prime Time

„ჩემი ოჯახის ჩხუბი არავის საქმე არ არის“ – ძალადობის მსხვერპლ ქალზე „პრაიმტაიმს“ მეზობელი უყვება

„ჩემი ოჯახის ჩხუბი არავის საქმე არ არის“ – ძალადობის მსხვერპლ ქალზე „პრაიმტაიმს“ მეზობელი უყვება

მარნელის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში მცხოვრები რ. ჩ. უკვე წლებია მეუღლეზე, ნ. ჰ-ზე ფიზიკურად ძალადობს. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“, ერთ-ერთმა მეზობელმა მიაწოდა.

 

მეზობელი ამბობს, რომ ნ.-ს და მის მეუღლეს 2 დღის წინ ოჯახში კომფლიქტი მოუვიდათ და ქალი სახლიდან გაიქცა.

 

„ეს ოჯახი წლებია ასეთ მდგომარეობაშია, საცოდავი ქალი ჩალურჯებული და ატირებული ხშირად მინახავს, კაცი სვამს, მთვრალი როცაა შვილების თვალწინ გამეტებით სცემს ცოლს.

 

ორი დღის წინ იჩხუბეს, საცოდავმა ქალმა სახლიდან გაასწრო, ახლა ეძებს და იძახის, სადაც ვნახავ ნაჯახით უნდა მოვკლაო, ერთი მეზობელი გასაშველებლად მივიდა. ქმარი მერე ამ ოჯახს მიუვარდა სახლში, რატომ ერევით ჩემი ოჯახის საქმეშიო.

 

ეს საცოდავი ქალი მართლა, რომ მოკლას, მერე სხვებიც ხომ იტყვიამ ამ ამბავს ხმამაღლა, ახლა ყველა დუმს,” – ამბობს მეზობელი.

 

სოფელში მეზობლების ნაწილი ფაქტს უარყოფს, ზოგი კი გვიდასტურებს, ლ. ჰ-მ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ კაცი ხშირად სვამს და ჩხუბობს.

 

„ამ დღეებში არვიცი რა მოხდა მოშორებით ვცხობრობ მათგან, მაგრამ ვიცი რომ ეგ კაცი სულ სვამს და ცოლსაც ხშირად ეჩხუბეება, არ გამიკვირდება ეგ ამბავი,” – ამბობს მეზობელი.

მკვლელობა, რომელიც ვერავინ დაივიწყა - სმითების ამბავი
2020-07-09მკვლელობა, რომელიც ვერავინ დაივიწყა - სმითების ამბავი

 

ძალადობაში დადანაშაულებული ქმრის ერთ-ერთი მეზობელი, რომელიც მისი ნათესავიცაა ფაქტს უარყოფს. მან გვითხრა, რომ ცოლი არსად გაქცეულა და ის ამჟამად თბილისში თავის მულთან იმყოფება.

 

თვითონ რ. ჩ-ც იგივეს ამბობს, რომ მისი მეუღლე თბილისშია სტუმრად წასული.

 

„არავისთვის არაფერი არ დამიშავებია, ჩემი ცოლი გუშინ საღამოს ჩემს დასთან თბილისში წავიდა, ჯერ ერთი არაფერი უსიამოვნება არ მოგვსვლია და თან ოჯახის ჩხუბი არავის საქმე არ არის რომც ყოფილიყო“, – ამბობს რ. ჩ.

ავტორი: Prime Time

X