13:09 | 2020-10-08 ავტორი: თამარ გონგაძე

“ჩემი პირველი ნამუშევარი რკინაში, მაგრა მომწონს” – დუტამ მეგობრებს ფანჩატური “წარუდგინა”

“ჩემი პირველი ნამუშევარი რკინაში, მაგრა მომწონს” – დუტამ მეგობრებს ფანჩატური “წარუდგინა”

დუტა სხირტლაძე თავისი ახალი შესაძლებლობის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით ამცნობს საზოგადოებას. მსახიობი მცხეთაში აგარაკის მოწყობით და ბოსტნეულის მოყვანით არის გართული. დილით ადრე დგება და მზის ამოსვლის კადრებიც არაერთხელ გამოუქვეყნებია “ფეისბუქზე”.

 

ხეზე დიდი ხანია მუშაობს. ამჯერად კი მსახიობმა თავი რკინაში სცადა. მისთვის მხატვარ მეუღლეს, მეგობართან ერთად, “სვარკის” აპარატი უჩუქებია და შედეგმაც არ დააყოვნა.

 

 

დუტა: – წავიდა ტრიპაჩობა. ამას ჩიტი აკლია ზემოდან და ეგეც მალე ჩამოჯდება. ჩემი პირველი ნამუშევარი რკინაში. ტყუილად კი არ მაჩუქეს “სვარკის” აპარატი დაბ.დღეზე. აი, შედეგიც. ფერი და დიზაინი მარინასი. მაგრა მომწონს.

ავტორი: თამარ გონგაძე

X