18:04 | 2020-09-08 ავტორი: Prime Time

ჩემი პრემიერობის დროს ანგარიშსწორებას დავასრულებთ და სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა ექნება – გიორგი ვაშაძე

ჩემი პრემიერობის დროს ანგარიშსწორებას დავასრულებთ და სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა ექნება – გიორგი ვაშაძე
„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოში ერთხელ  და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ანგარიშსწორება და მისი პრემიერობის  დროს სააკაშვილს ქვეყანაში  ჩამოსვლის შესაძლებლობა ექნება, რადგან მათ ვისაც ქვეყნის აღმშენებლობაში ჩართვა სურს ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.

„როდესაც მე გავხდები საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ამ ქვეყანაში ანგარიშსწორებას და რევანშს დავამთავრებთ. მიხეილ სააკაშვილს ჩემი პრემიერობის დროს ექნება შესაძლებლობა საქართველოში ჩამოვიდეს. ხალხი გადაწყვეტს თუ ვინ იქნება ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალა. ვაპირებ პროდასავლური კოალიციის მიერ მხარდაჭერილი პრემიერმინისტრი ვიყო.კარგია, რომ ოპოზიციის მხრიდან მეტი კანდიდატი იქნება. ჩვენ ხალხის მხარდაჭერისთვის ვიბრძვით და საბოლოო ჯამში, ხალხი იღებს გადაწყვეტილებას. მე ვაპირებ, რომ გავხდე ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი პროდასავლური კოალიციის მიერ მხარდაჭერილი. იმიტომ, რომ მინდა ქვეყანაში არსებული კრიმინალი და სიღარიბე დავამარცხო. ჩვენი კონკურენტი დამსხვრეული ოცნებების მთავრობაა, რომელმაც ქვეყანას პერსპექტივა წაართვა“ – განაცხადა ვაშაძემ.
R
ავტორი: Prime Time

X