16:12 | 2021-10-24 ავტორი: Prime Time

“ჩემი რეკომენდაცია რეგულაციების გამკაცრებაა, რომ პიკი დამანგრეველი არ იყოს” – თენგიზ ცერცვაძე 

“ჩემი რეკომენდაცია რეგულაციების გამკაცრებაა, რომ პიკი დამანგრეველი არ იყოს” – თენგიზ ცერცვაძე 

კოვიდინფიცირების მაღალმა მაჩვენებელმა საზოგადოებაში მოლოდინი გააჩინა, რომ შესაძლოა, რეგულაციები გამკაცრდეს და ქვეყანაში ლოქდაუნი გამოცხადდეს.

 

რას გეგმავენ წამყვანი ექიმები პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის და როგორია მათი რეკომენდაციები – ამ კითხვებით “პრაიმტაიმი” ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს დაუკავშირდა.

 

​როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ინფექციონისტი ამბობს, ამ ეტაპზე ლოქდაუნის გამოცხადება არ იგეგმება, თუმცა მისი რეკომენდაცია რეგულაციების გამკაცრებაა და ორ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის დაწესება.

 

“ამ ეტაპზე ლოქდაუნის გამოცხადება არ იგეგმება. მსჯელობა მიდის, რომ მასწავლებლებისა და ექიმებისთვის მაინც ვაქცინაცია გახდეს სავალდებულო, რადგან მათ მოსახლეობის უდიდეს ნაწილთან აქვთ შეხება. მოგეხსენებათ, საქართველოში აცრის პროცესი ფაქტობრივად, შეჩერებულია. კარგი შედეგი რომ გვქონდეს, დღეში დაახლოებით, 50 000 ადამიანი უნდა იცრებოდეს, თუმცა ეს ციფრი 4 000-ს არ აღემატება.

 

ამიტომ, ჩემი რეკომენდაციაა რეგულაციების გამკაცრება, მაგალითად: საფრანგეთში კოვიდ პასპორტის გარეშე მაღაზიებში, რესტორნებსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აუცრელი ადამიანები არ დაიშვებიან… ასევე, მომხრე ვარ, საქართველოში არსებული რეგულაციების მკაცრი აღსრულება მოხდეს, რათა მე-5 ტალღის პიკი დამანგრეველი არ იყოს…

 

განვლილი პიკის დროს, როცა 7 000 კოვიდდადებითი ადამიანი ჰოსპიტალიზებული იყო, ახლა, მიმდინარე ტალღის დროს, როცა პიკი ჯერ არ არის დამდგარი, დღეის მდგომარეობით 6050 ადამიანია უკვე ჰოსპიტალიზებული. ეს საგანგაშო ციფრებია… ვაქცინირებული უნდა იყოს მოსახლეობის მინიმუმ 80 %, თუმცა ამ დროისთვის ვაქცინირებულია 25 %. პირბადეს მოსახლეობის 90-95 % უნდა ატარებდეს და ჩვენთან ეს მხოლოდ 40 %-ია.

 

ვერანაირი მტერი ვერ დაგვაკლებდა იმდენს, რასაც საკუთარ თავებს ვუკეთებთ… ქვეყანაში 2 მილიონი დოზა ვაქცინაა შემოტანილი, ყველგან ფუნქციონირებს აცრის პუნქტები, რეგიონებში მობილური ჯგუფები არიან, თუმცა მაინც აცრა პოპულარული არ გახდა…” – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

 

ნახეთ სხვა სიახლეები:

 

„რომ მცოდნოდა რა მელოდა“ – რას წერდა გარდაცვლილი ქალი ვაქცინაზე?

 

რატომ იმყოფებოდა ამირან გამყრელიძე სხვა პირებთან ერთად ძალადობის მსხვერპლთა ცენტრში 

 

„შეიძლება მთელი ცხოვრება დაგტანჯოთ“ – გიორგი ფხაკაძე

 

+18 როგორ იპოვეს მოკლული ანასტასია შატალოვა 

 

2 სახლი მოსკოვში, 8 სახლი თბილისში, ვილა კანარის კუნძულებზე და აგარაკი გონიოში – სენაკის მერობის კანდიდატის ქონება

 

ავტორი: Prime Time

X