10:27 | 2020-05-24 ავტორი: Prime Time

ჩემი რეკომენდაციაა, ავტობუსში თითო რიგში თითო ადამიანი დაჯდეს – ცერცვაძე

ჩემი რეკომენდაციაა, ავტობუსში თითო რიგში თითო ადამიანი დაჯდეს – ცერცვაძე

ტრან­სპორ­ტის ამოქ­მე­დე­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პია, მაგ­რამ ამა­ვე დროს, ყვე­ლა­ზე სა­რის­კო,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

 

მისივე თქმით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის აღ­დგე­ნის პირ­ველ ეტაპ­ზე, მგზავ­რე­ბი ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით არ უნდა დას­ხდნენ.

 

„ჩემი რე­კო­მენ­და­ცია იქ­ნე­ბა, რომ და­სა­წყის­ში ავ­ტო­ბუ­სებ­ში მა­გა­ლი­თად, თითო რიგ­ში თითო ადა­მი­ა­ნი დაჯ­დეს და არა – ორი ადა­მი­ა­ნი, ანუ ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით რომ არ დას­ხდნენ. ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა რი­გის გა­მოშ­ვე­ბით დას­ხდნენ.

 

უნდა მო­იხ­სნას სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორტზე შე­ზღუდ­ვა, მაგ­რამ დღეს არა. კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის, ამ ვა­დებს ასე ვერ ვი­ტყვით. ხომ მო­იხ­სნა რა­ღაც შე­ზღუდ­ვე­ბი, ახლა უნდა ვნა­ხოთ ამ მოხ­სნის შე­დე­გი.

 

პრემიერი შესანიშნავი კრიზის მენეჯერი გამოდგა - თენგიზ ცერცვაძე
2020-05-24პრემიერი შესანიშნავი კრიზის მენეჯერი გამოდგა - თენგიზ ცერცვაძე

 

თუ მოხ­სნის შე­დე­გად შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ იმ მდგო­მა­რე­ო­ბას, რაც გვაქვს ან მო­მა­ტე­ბა არ იქნა ძა­ლი­ან დიდი ( ვთქვათ, 20 შემ­თხვე­ვა­ზე მეტი თუ არ იქნა), მერე უნდა გა­და­ვი­დეთ მოხ­სნის შემ­დეგ ეტაპ­ზე, მათ შო­რის ტრან­სპორ­ტის აღ­დგე­ნა­ზე.

 

ანუ ასე კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღი რომ დავთქვათ, რო­დის მო­იხ­სნე­ბა ტრან­სპორტზე შე­ზღუდ­ვა, არ იქ­ნე­ბა სწო­რი. უნდა მოვხსნათ იმის მი­ხედ­ვით, თუ რა შე­დე­გებს მო­ი­ტანს უკვე გა­კე­თე­ბუ­ლი მოხ­სნე­ბი,“ – გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტება საზოგადოებრივი ტრანსპორტის 15 ივლისამდე შეზღუდვის შესახებ
2020-05-24მთავრობის ადმინისტრაციის განმარტება საზოგადოებრივი ტრანსპორტის 15 ივლისამდე შეზღუდვის შესახებ
ავტორი: Prime Time

X