
აი, ახლა, დაუარეთ ჟურნალისტებს და ყველა კარანტინში გაუშვით, ვინც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს მიკროფონით მიადგა, – შინაარსის პოსტს სამოქალაქო აქტივისტი, მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
როგორც ის წერს, მზადაა საავადმყოფოებში იმუშაოს და სამედიცინო პერსონალს სრულიად უსასყიდლოდ დაეხმაროს.
„ამიტომ ვთქვი, ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური პრეს-ცენტრი გააკეთოს, სადაც სანიტარული წესების დაცვით მიიღებენ ინფორმაციას ჟურნალისტებიმეთქი! სხვა კონტაქტები აუკრძალეთ!!!
დასდევენ დაკვირვების ქვეშ მყოფებს და შესაძლო ინფიცირებულებს… კარგით რა , კარგით რა! გამოიტანენ ხალხში!…
დედას გეფიცებით, თუ მეშინოდეს, ჩემი შეთავაზება საავდამყოფოებისთვის რჩება ძალაში, რომ ვიმუშავო ანაზღაურების გარეშე, თუნდაც დამლაგებლად და დავეხმარო რამით მაინც…
უბრალოდ, არ მინდა , რომ ქვეყანაში შეიქმნას რთული ვითარება და ჩემ ხალხს გაუჭირდეს, რამდენიმე კრეტინის და ტუპიაკის უპასუხისმგებლობის გამო, რატომ თორემ კი…“, – წერს გიორგობიანი.






















