
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ მისი შვილი ჩინური ვაქცინით აცრისთვის დარეგისტრირდა. ამის შესახებ პაატა იმნაძემ „ფორმულას“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
„რატომ არის აჟიოტაჟი ვერ ვხვდები, იცრები იმითი, რაც არის. ჩემი შვილი მაგალითად ჩინურ ვაქცინაზე ჩაეწერა, ძლივს ჩაეწერა სხვათა შორის, რადგან უცებ შეივსო ადგილები“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.






















