19:34 | 2021-02-26 ავტორი: Prime Time

“ჩემი შვილი გაიმეტეს დასაჭერად – არ რცხვენიათ ამ ექიმებს?” – ანზორ მელია ექიმებს უპირისპირდება

“ჩემი შვილი გაიმეტეს დასაჭერად – არ რცხვენიათ ამ ექიმებს?” – ანზორ მელია ექიმებს უპირისპირდება

“ბიძინა ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესდეს”, – ამის შესახებ ანზორ მელიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

 

ანზორ მელიამ “ტვ პირველთან” ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტა გაიხსენა და ამბობს, რომ მისი შვილი პოლიტიკოსებთან ერთად ექიმებმაც გაიმეტეს. იმ ექიმებმა, რომლებიც დღეს დეპუტატები არიან და პარლამენტში მუშაობენ.

 

“ეს რა საშინელება იყო, ამის პატიება არ შეიძლება, სანამ სული მიდგია, ყოველთვის ამ მთავრობის წინააღმდეგ ვიქნები, იმ პარლამენტის წინააღმდეგ, სადაც რამოდენიმე ექიმი, ნახევარი და ერთი წლის წინათ ჩემ სადღეგრძელოს სვამდნენ, ზეცაში ავყავდი ქებით, ჩემი შვილი გაიმეტეს დასაჭერად – არ რცხვენიათ ამ ექიმებს? ერთ ექიმს მივწერე, ასეთ ნიჭიერ ექიმს რა გინდა პარლამენტში რატომ შედიხარ პარლამენტში-მეთქი და ალბათ, თავის ბიზნესებს იცავენ, ამიტომ მისცეს ხმა.
ან ეს ვითომ ცნობილი პიანისტი, რა პიანისტია, თუ უნდოდა პიანისტობა და როიალი, ყოფილიყო საზღვარგარეთ, პარლამენტში კანონები უნდა დაიწეროს…

 

გახარია რომ ყოფილიყო პრემიერი, გეტყოდით, რისი იმედი მექნებოდა, ის იყო ერთი ნათელი წერტილი მთვარბაში. ეს რომ მოვიდა, იმის მაგიერ რომ ყველას მოგვფერებოდა, მე წესრიგს დავამყარებო და აასრულა მუქარა და ნიკა, როგორც ტერორისტი დაიჭირა, არაფრის იმედი ამათგან არა მაქვს, ერთადერთი უნდა დაუწესდეს ბიინა ივანიშვილს სანქციები”, – განაცხადა ანზორ მელიამ.

 

23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.

 

სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.

 

ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.

 

დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 21 აქტივისტი დააკავეს.

 

მხარდამჭერებმა  მელიას დაკავება გააპროტესტეს და პარლამენტთან აქცია გამართეს.

 

ნიკა მელიას დაკავების ფაქტის შესახებ დაიწერა საერთაშორისო მედიაშიც.

 

ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

 

დღეს, 26 თებერვალს ოპოზიციამ აქცია-მსვლელობა გამართა და ნიკა მელიას გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები მოითხოვა.

მათი თქმით, აქციები ყოველდღიურად გაგრძელდება.

ყველა ინფორმაცია ნიკა მელიას საქმეზე ნახეთ ამ ბმულზე

ავტორი: Prime Time

X