
ყარაჯალაში ნიშნობის ცერემონიალისთვის 7 ადამიანი 3000-3000 ლარით დააჯარიმეს, ჯამში 21 000 ლარით.
ხელის თხოვნის ცერემონია სტადიონზე გაიმართა, სადაც სასიძომ გულის ფორმის ცეცხლი დაანთო.
ცერემონიალის დროს კი ადგილზე სამართალდამცავები გამოჩნდნენ და კომენდანტის საათის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო სასიძო და მისი მეგობრები დააჯარიმეს.
სიძე, რომელსაც ნიშნობის გამო ახლა 21 000 ლარის გადახდა მოუწევს, ამბობს, რომ მისი სიყვარული მილიონებიც კი ღირს.






















