23:16 | 2021-02-01 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ჩემი ტკბილი მამიკო ახლა უფალთან არის – თემურ წიკლაურის შვილი

ჩემი ტკბილი მამიკო ახლა უფალთან არის – თემურ წიკლაურის შვილი

თემურ წიკლაურის გარდაცვალებას მისი შვილი, მამის კოლეგა – მომღერალი ქეთი წიკლაური სოციალურ ქსელში ეხმაურება. ის ძალიან მოკლედ, თუმცა დიდი ემოციებით წერს მამაზე და ყველასთვის საყვარელი მომღერლის გარდაცვალებას მთელ საქართველოს უსამძიმრებს.

 

“ჩემო ძვირფასებო, ყველამ უკვე იცით, რომ ჩემი სიამაყე, საყრდენი და ჩემო ცხოვრების დიდი სიყვარული გარდაიცვალა. ჩემი ტკბილი მამიკო ახლა უფალთან არის.

 

პანაშვიდი იქნება ხვალ და ზეგ, ლურჯ მონასტერში,

 

გასვენება ხუთშაბათს – 13:00 საათზე.

 

გისამძიმრებ საქართველო” – წერს თემურ წიკლაურის შვილი.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X