
ცესკოს წინასწარი შედეგებით, ხმების 10%-ის დათვლის შემდეგ, ოპოზიციის მერობის ერთადერთი კანდიდატი, რომელმაც თვითმმართველობის მეორე ტურში გაიმარჯვა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ხარჩილავაა. წინასწარი შედეგებით, 51.10 % მიიღო, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გოგა გულორდავამ კი – 48.90%.
ფაქტს სოციალურ ქსელში მამა პეტრე კოლხი გამოეხმაურა.
„წალენჯიხა ყოველთვის არის, იყო და იქნება ჩემი ბიოგრაფიის გამორჩეული ნაწილი… ყველაზე ნამდვილი, ღირსეული, შინაგანად თავისუფალი და მტკიცე ქართველობა სწორედ საქართველოს ამ თვალწარმტაც კუთხეში სახლობს. შეუპოვარი, უდრეკი და უშიშარი ძველი კოლხები…
არავისი აზრი მაინტერესებს. ჩემი წალენჯიხელები არასდროს იდრეკენ ქედს არავის წინაშე და არასდროს თავსდებიან ხელმწიფის ნავში. შემთხვევითი არ იყო, რომ ზვიადს და მერაბს გამორჩეულად უყვარდა ჩემი ოდაბადე… იქ არის ნამდვილი პროტესტი. იქაურ მთის კალმახს საოცარი თვისება აქვს, სულ დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს.
სულ არ მაინტერესებს, ვის მხარეს იყვნენ და ვის წინააღმდეგ, მათ საკუთარი თვითმყოფადობა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს. ჰოდა, ჩემო წალენჯიხელებო, მე თქვენს გვერდით ვარ… ჩვენი დაუმორჩილებელი ხასიათი სხვა დროს აუცილებლად გამოგვადგება. ეს დრო კი, როგორც ჩანს, კარს არის მომდგარი!“, – წერს პეტრე კოხი.
ასევე ნახეთ:
სოფო ნიჟარაძე არჩევნებზე მივიდა – ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი
რევოლუციის დროა – მაია დარსმელიძე
ნეკა დოროყაშვილი ყოფილი ქმრის პოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას ავრცელებს
ეს სახლი თბილისში 8 მილიონ დოლარზე მეტი ღირს – დაათვალიერეთ ფოტოები და შეაფასეთ
ბევრისთვის უცნობი ფაქტი კახა კალაძის შესახებ – „აუცილებლად ჩამოვალ ამ დღეებში თბილისში“






















