21:36 | 2020-07-18 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ჩემი ცხოვრებაც დამთავრდა, როგორც გიორგისი – ანა გაბეჩავას მიმართვა შაქარაშვილის ოჯახს

ჩემი ცხოვრებაც დამთავრდა, როგორც გიორგისი – ანა გაბეჩავას მიმართვა შაქარაშვილის ოჯახს

საბედისწერო ღამის იუბილარი ანა გაბეჩავა „ტვ პირველის“ ეთერში დეტალურად იხსენებს 19 ივნისის ღამეს.

 

ანა გაბეჩავა შაქარაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს და მიმართვას ავრცელებს.

 

გიორგის ამბავს ძალიან განვიცდი, მაგრამ ემოციების გამოხატვა არ შემიძლია - იაკობ ბრეგვაძე
2020-07-18გიორგის ამბავს ძალიან განვიცდი, მაგრამ ემოციების გამოხატვა არ შემიძლია - იაკობ ბრეგვაძე

 

„მინდა მივმართო გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს. მინდა მივუსამძიმრო ეს დიდი ტრაგედია რაც მოხდა. მეც გამანადგურა ამ ყველაფერმა, ჩემი ცხოვრებაც დამთავრდა როგორც გიორგისი. ეს ყველაფერი, მართლა უშუალოდ მე მეხება, რადგან ჩემს დაბადების დღეზე მოხდა.

 

მეც ძალიან ცუდად ვარ ამის შემდეგ და ძალიან განვიცდი ამ ამბავს. იცოდეთ, რომ გულგრილი დამოკიდებულება, არც ერთი წამით არ მაქვს ამ ამბის მიმართ. არცერთ მათგანს ხელს არ დავაფარებ, არ დავიცავ ვინც დამნაშავეა ამ ყველაფერში“, – ამბობს ანა გაბეჩავა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X