12:09 | 2021-10-29 ავტორი: Prime Time

ჩემი ცოლი და შვილი მოატყუეს, ბინა წაართვეს, ამ პროცესის დროს ერთმა თავიც კი მოიკლა – ზურა ყიფშიძე

ჩემი ცოლი და შვილი მოატყუეს, ბინა წაართვეს, ამ პროცესის დროს ერთმა თავიც კი მოიკლა – ზურა ყიფშიძე

აღარავინ გვიყვარს, აღარავინ მოგვწონს, არავისი გვჯერა და ვენდობით… ეს ყველაფერი ჩემზე საშინლად მოქმედებს, ძალიან დიდი ტრაგედიაა. პატარა ბიჭი არაფერ შუაში იყო, რაღაც ვენდეტა მოაწყვეს და მოკლეს ბავშვი,- ამის შესახებ მსახიობი ზურა ყიფშიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ყვება.

 

„არაერთი პატარა ბიჭი შეეწირა ამ საშინელ პერიოდს და ამაზე დიდი კოშმარი რაღა უნდა იყოს?! ადამიანი უნდა ერკვეოდეს, ესმოდეს და გრძნობდეს, რა არის სწორი, თორემ მათრახით, ცოცხებით, ცემა-ტყეპით, ძალადობით ჯერ არავის არაფერი გამოუსწორებია. დროებით თუ ყოფილა – ვიღაც დაუშინებიათ, თორემ მსგავსი მეთოდებით სიკეთე არ მიიღწევა… მეც უამრავი რამ დავკარგე და შეიძლება, ქუჩის ბრალიც იყო… თუმცა ჩემი ბრალი იყო, ქუჩა რა შუაშია?! ქურდულ სამყაროს რომ მხოლოდ უარყოფითად მოიხსენიებენ, ის ხალხი ალაგებდა რაღაცებს, საქმეს აკეთებდნენ და ცუდად თუ კარგად რაღაც დალაგებული იყო. ახლა ვერავინ ვერაფერს ალაგებს.

 

ვერ გაიგებ, ვინ ვინ არის, არავინ არავის ენდობა, სამართალს ვერსად იპოვი. ჩემს საქმეშიც ასეა: ჩემი ცოლი და შვილი მოატყუეს, ბინა წაართვეს და დღემდე სამართალს ვერ მივაგენი. ამ პროცესის დროს ერთმა თავიც კი მოიკლა, ასე ვთქვათ, ერთ-ერთმა გადამგდებმა. ხელი არაფერზე გვაქვს მოსაკიდიო და მიიყვანეს თუ თვითონ მიიყვანა თავი თვითმკვლელობამდე, არ ვიცი. ვინც ჩვენი ბინა იყიდა, ის სამი ქვეყნის მოქალაქეა, მილიონერია, რომელიც ჟარგონულად რომ ვთქვათ, თავის მოტორზე ვერ არის. დღეში ცხრაჯერ ხან გვიბრუნებდა ბინას, ხან ისევ გვართმევდა და მოკლედ, ბოლობოლო გვაშაყირა, “- ამბობს ზურა ყიფშიძე.

ვანგას წინასწარმეტყველება 2022 წლისთვის
2021-10-29ვანგას წინასწარმეტყველება 2022 წლისთვის

 

აღარავინ გვიყვარს, აღარავინ მოგვწონს, არავისი გვჯერა და ვენდობით… ეს ყველაფერი ჩემზე საშინლად მოქმედებს, ძალიან დიდი ტრაგედიაა. პატარა ბიჭი არაფერ შუაში იყო, რაღაც ვენდეტა მოაწყვეს და მოკლეს ბავშვი,- ამის შესახებ მსახიობი ზურა ყიფშიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ყვება.

 

„არაერთი პატარა ბიჭი შეეწირა ამ საშინელ პერიოდს და ამაზე დიდი კოშმარი რაღა უნდა იყოს?! ადამიანი უნდა ერკვეოდეს, ესმოდეს და გრძნობდეს, რა არის სწორი, თორემ მათრახით, ცოცხებით, ცემა-ტყეპით, ძალადობით ჯერ არავის არაფერი გამოუსწორებია. დროებით თუ ყოფილა – ვიღაც დაუშინებიათ, თორემ მსგავსი მეთოდებით სიკეთე არ მიიღწევა.. მეც უამრავი რამ დავკარგე და შეიძლება, ქუჩის ბრალიც იყო… თუმცა ჩემი ბრალი იყო, ქუჩა რა შუაშია?! ქურდულ სამყაროს რომ მხოლოდ უარყოფითად მოიხსენიებენ, ის ხალხი ალაგებდა რაღაცებს, საქმეს აკეთებდნენ და ცუდად თუ კარგად რაღაც დალაგებული იყო. ახლა ვერავინ ვერაფერს ალაგებს.

 

ვერ გაიგებ, ვინ ვინ არის, არავინ არავის ენდობა, სამართალს ვერსად იპოვი. ჩემს საქმეშიც ასეა: ჩემი ცოლი და შვილი მოატყუეს, ბინა წაართვეს და დღემდე სამართალს ვერ მივაგენი. ამ პროცესის დროს ერთმა თავიც კი მოიკლა, ასე ვთქვათ, ერთ-ერთმა გადამგდებმა. ხელი არაფერზე გვაქვს მოსაკიდიო და მიიყვანეს თუ თვითონ მიიყვანა თავი თვითმკვლელობამდე, არ ვიცი. ვინც ჩვენი ბინა იყიდა, ის სამი ქვეყნის მოქალაქეა, მილიონერია, რომელიც ჟარგონულად რომ ვთქვათ, თავის მოტორზე ვერ არის. დღეში ცხრაჯერ ხან გვიბრუნებდა ბინას, ხან ისევ გვართმევდა და მოკლედ, ბოლობოლო გვაშაყირა, “- ამბობს ზურა ყიფშიძე.

 

ასევე ნახეთ ვიდეო ⇓ ხატია ბუნიათიშვილის ბავშვობის ვიდეო

 

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X