
რამდენი სითბო და სიყვარული დავაკელი ალბათ, ამ დათვინა ბიჭუნას. რამდენ რამეს შევცვლიდი იცით რომ შემეძლოს?, – ამის შესახებ გივი ბაკურაძე ზურა ბაკურაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„მაგრამ გვიან ხვდება ამას ადამიანი….სულ გიყვარდეთ ერთმანეთი და უთხარით ეს ერთმანეთს. მე თქვენ მიყვარხარ. ჩემი ზურიკუნები ხართ თქვენ,“ – წერს გივი ბაკურაძე.
შეგახსენებთ, „ქართული ხმების“ სოლისტი ზურა ბაკურაძე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
სოფელ შქმერში გზა ჩავარდა. მომღერალი, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა ხევში გადაიჩეხა.
ზურა ბაკურაძე რაჭაში, დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. დაკრძალვის შემდეგ ის რამდენიმე დღით რაჭაში დარჩა.























