12:42 | 2021-07-28 ავტორი: Prime Time

„…ჩემნაირ ადამიანს არ ეგონოს, რომ კარგი კალათბურთელი გამოვა“ – ნახეთ რა ახალი ინიციატივა აქვს თეა წულუკიანს 

„…ჩემნაირ ადამიანს არ ეგონოს, რომ კარგი კალათბურთელი გამოვა“ – ნახეთ რა ახალი ინიციატივა აქვს თეა წულუკიანს 

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 10-წლიანი გეგმის პრეზენტაცია გამართა.

„დელტა“ შტამი იპოვის ყველას, ვისაც კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი არ აქვს“ - ამერიკელი ექიმი
2021-07-28„დელტა“ შტამი იპოვის ყველას, ვისაც კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი არ აქვს“ - ამერიკელი ექიმი

 

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მინისტრმა თქვა, არის ის, რომ საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ლაბორატორია იმუშავებს.

 

„10 წლის თავზე საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ლაბორატორია იმუშავებს, სადაც სპორტსმენები გენეტიკური ანალიზისა და სხვა ტიპის გამოკვლევებს ჩაიტარებენ, რაც მათ კარიერის სწორად დაგეგმვის საშუალებას მისცემს. სამედიცინო ცენტრების ბაზაზე 10 წლის თავზე ფუნქციონირებს ის, რაც არ გვაქვს ქვეყანაში – ეს გახლავთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ე.წ. გენეტიკური ანალიზის და სხვა ტიპის გამოკვლევების ჩატარება, რათა მათ სწორად დაგეგმონ თავიანთი სპორტული კარიერა და ჩემნაირ ადამიანს არ ეგონოს, რომ კარგი კალათბურთელი გამოვა“, – განაცხადა მინისტრმა.

 

თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში მაქსიმალურად ხელს შეუწყობს სამეცნიერო საქმიანობას.

 

როგორც წულუკიანმა ეთნოგრაფიულ მუზეუმში სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა, ამ წლების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ აღადგენენ იმას, რაც  წინა ხელისუფლების დროს იქნა დაკნინებული.

 

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X