23:09 | 2020-12-02 ავტორი: თამარ გონგაძე

“ჩემო ანზორ, ხომ იცი, ჯანსუღი როგორც გეტყოდა…” – რა გაუხსენა თაკო ჩარკვიანმა ანზორ მელიას

“ჩემო ანზორ, ხომ იცი, ჯანსუღი როგორც გეტყოდა…” – რა გაუხსენა თაკო ჩარკვიანმა ანზორ მელიას

თაკო ჩარკვიანი კოვიდინფიცირებულ კარდიოლოგს, ანზორ მელიას “ფეისბუქზე” მიმართავს. ექიმს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს და პოეტი მამის, ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსიდან ფრაზას იხსენებს, რომელიც პოეტმა ანზორს მიუძღვნა.

 

“ანზორ მელიას დაუწერა ჯანსუღმა და მერე მამუკამ სიმღერა დაწერა, წლებია უკვე და ახლაც ამ კლინიკის ჰიმნია. ასე მთავრდება – “გულის მკურნალი მხოლოდ გულია”.

 

ჰოდა, ჩემო ანზორ, ჩვენთვის ძვირფასო ადამიანო. ხომ იცი, ჯანსუღი როგორც გეტყოდა – რამდენი ადამიანის გულიც შენ გადაგირჩენია, იმდენი სიკეთე და სიცოცხლე ყვველას. ჰოდა, “გულის მკურნალი მხოლოდ გულია” და ჯანმრთელად და მაგრა იყავი, მეგობარო” – წერს ჩარკვიანი.

 

შეგახსენებთ, 26 ნოემბერს, კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ კლინიკაში მომუშავე 40 ექიმსა და 45 ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულია კლინიკის გენერალური დირექტორი, ანზორ მელიაც. ამის შესახებ ანზორ მელიამ „პრაიმტაიმთან“ თავად განაცხადა.

 

მისივე თქმით, ინფექციის გავრცელების წყარო პაციენტი იყო, რომელმაც მოიტყუა, რომ სიცხეები არ ჰქონია.

 

“ჩვენ 10 დეკემბრამდე დავიხურეთ, რადგან თითქმის ყველა ექიმის კოვიდი აქვს, მეც კოვიდი მაქვს, სასწრაფო მთლიანად ინფიცირებულია” – ამბობს მელია.

ავტორი: თამარ გონგაძე

X