
“ჩემო პრეზიდენტო, ვერ გეტყვი, რა უნდა გააკეთო, უნდა იშიმშილო თუ როგორ უნდა გამოხატო შენი მდგომარეობა, მაგრამ ვიცით, რომ უკან დამხევი არ ხარ და ერთ რამეს გეუბნები ჩვენი სახელით, ქართველი ხალხი არასდროს დაემონება ბიძინა ივანიშვილის მონებს.
ჩვენ არასდროს ვიქნებით მონების მონები, ჩვენთან ყოველთვის იქნება თავისუფლება და წინსვლა”,- ასე მიმართა მსოფლიო ბანმა, ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ზუგდიდში გამართული აქციიდან.
“რაც შეეხება 30 ოქტომბერს, ჩემო მეგობრებო, თუ წინათ, ქართველი ადამიანი ხმლით იცავდა სამშობლოს, დღეს ჩვენ კალმით და საღი აზრით უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. დღეს ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე იმიტომ, რომ საქართველო ძალიან ცუდ დღეშია.
თუნდაც არ იყოს საქართველოს პრეზიდენტი, ვინმე რომ იჯდეს ერთი ადამიანი ციხეში, ის სცენიდან უწმაწური სიტყვებით მოიხსენიო და ქრისტიან ადამიანს ამაზე ტაში დააკვრევინო, ეს არის ფსკერი, ბატონებო, რაც ჩვენ ვნახეთ. ღმერთმა არ ქნას, რომ საქართველოში ეს კიდევ განმეორდეს. ეს უნდა იყოს ამ მავნებელი მთავრობის ბოლო გაფართხალება“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























