
შემდეგ კვირაში დაგეგმილი ყველა მატჩი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება UEFA-მ გააკეთა.
მატჩების ახალ თარიღთან დაკავშირებით კითხვაზე, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „შესაფერისს დროს განახლდება თამაშები“.
კერძოდ გაუქმებულია ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალი, რომელიც 17-18 მარტს იყო დაგეგმილი, ასევე 1/8-ის საპასუხო თამაშები ევროპის ლიგაზე, რომელიც 19 მარტს უნდა გამართულიყო. ასევე გაუქმდა UEFA ახალგაზრდული ლიგის 1/4 ფინალური მატჩი.






















