
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მოუწოდებს ყველას, რომ სპეციალისტებს და ეპიდემიოლოგებს მუშაობა საშუალება დაუტოვონ.
„ნახონ რა ხდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. საერთოდ ავადმყოფებზეა ლაპარაკი, არა თუ მოსახლეობაში იყოს გამოკვლევა. ჩვენ ყველას ვუკეთებთ ტესტებს ვინც კი საჭიროა.
ჩემი კოლეგებს, ახალგაზრდა თანამშრომლებს, რომელთაც არაფრის ეშინიათ, ხახაში უნდა ჩათხარონ ჩხირები ტესტის აღებისას და მათ ავადმყოფები სახეში ახველებენ, ეს ბუნებრივი რეაქციაა.
აცალეთ მათ მუშაობა, იმუშაონ ნორმალურად, წყნარად და ნუ მიაყენეთ ამით შეურაცხყოფას. ისინი აუღებენ ყველას ტესტს, ვინც საჭიროა, რომ გამოიკვლიონ“ – განაცხადა იმნაძემ.
მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:
- 26 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 79-მდე გაიზარდა.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს
!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:






















