
ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე რეზო გაბრიაძის გარდაცვალებას ეხმაურება.
„მასთან ყოველი შეხვედრა თვითმყოფადი ლიტერატურული ნაწარმოებივით იყო. ყველა ჩემს სტუმარს საქართველოში უპირველესად, რეზო გაბრიაძის თეატრში და შემდეგ მის კაფეში, ნამდვილი ხელოვნების სამყაროში ვეპატიჟებოდი. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს და მის ოჯახს, კიდევ ერთი დიდი ქართველი შემოქმედი და პიროვნება წავიდა“, – წერს ბურჭულაძე.
ცნობისთვის, დღეს, 84 წლის ასაკში რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა.























