09:35 | 2020-05-31 ავტორი: Prime Time

ჩემს ქადაგებას ამახინჯებენ და არასწორად ავრცელებენ – ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი

ჩემს ქადაგებას ამახინჯებენ და არასწორად ავრცელებენ – ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი

მარნეულში ჰუჯაბის საეპისკოპოსო რეზიდენციაში, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მარნეულის მუფთი ჰაპის პოლოხოვი და მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი ერთმანეთს შეხვდნენ.

 

შეხვედრა მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა.

 

მეუფე გიორგი „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ შეხვედრა მისი ინიციატივით გაიმართა და საკმაოდ ნაყოფიერ და კეთილმეგობრულ გარემოში ჩაიარა.

 

მეუფე ამბობს, რომ სამომავლოდ აპირებს მსგავსი შეხვედრები ადგილობრივებთან გააგრძელოს, რადგან მარნეულში მცხოვრები ქართველი და აზერბაიჯანელი მოსახლეობა ამ საკითხთან დაკავშირებით საერთო კონსესუსამდე მივიდეს.

 

„ეს შეხვედრა ჩემი ინიციატივით მოხდა და კიდევ ვაპირებ შეხვედრებს, რადგან ჩემი სიტყვა დამახინჯებულად მიეწოდა აზერბაიჯანულ თემს,

 

„მარნეულის მერს ვაძლევ დროს, დაუყოვნებლივ აიღოს ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი“ - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი
2020-05-26„მარნეულის მერს ვაძლევ დროს, დაუყოვნებლივ აიღოს ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი“ - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი

 

კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით და ამით ცდილობენ დაპირისპირების გამოწვევას, მტრული ძალები

 

„მავანნი” ჩემს ქადაგებას ამახინჯებენ და არასწორად ავრცელებენ, თითქოს მე ვცდილობ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას.

 

მე ჩვენს აზერბაიჯანელ დებს და ძმებს მივმართავ , ჩემთვის ყველა მათგანი ამ ქვეყნის შვილები არიან და ჩემს სულიერ შვილებად ვთვლი.

 

ჩემი პრეტენზია მიმართული იყო ქალაქის მერის მიმართ, რადგან პანდემიის ურთულეს დღეებში ჩვენმა მერმა მოიცალა და გაარემონტა ნარიმანოვის ძეგლი, რომლის კულტი შექმნა საბჭოთა რეალობამ.

 

ნუთუ ჩვენ არ უნდა გავიაზროთ, რომ ვცხოვრობთ დამოუკიდებელ სახელმწიფოში და ყველანი ვართ საქართველოს მოქალაქეები, საბჭოთა კავშირის მიერ საქართველის ოკუპაციას მრავალი ჩვენი თანამემამულე შეეწირა, როგორც ქართველები ისე აზერბაიჯანელებიც.

 

მარნეულში მძღოლმა მგზავრებს პირბადეები დაურიგა, ჩასვლისას კი უკან დააბრუნებინა
2020-05-29მარნეულში მძღოლმა მგზავრებს პირბადეები დაურიგა, ჩასვლისას კი უკან დააბრუნებინა

 

ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟის შესახებ იმიტომ არ ვისაუბრე რომ ის აზერბაიჯანელია, ის იყო ქვეყნის მოღალატე, რომელმაც აზერბაიჯანის რესპუბლიკაც და საქართველოც დაამხო, ბოლშევიზმს არც რელიგია და არც ეროვნება არ აქვს

 

კიდევ ერთი მიზეზი, რომ ეს ძეგლი ქალაქ მარნეულის ცენტრში არ უნდა იდგეს არის ის, რომ ქარტიის მიხედვით, საქართველოში, საბჭოური და ფაშისტური იდეოლოგია იკრძალება

 

ეს ძეგლი ქალაქის ცენტრში არაკანონიერად დგას“ – ამბობს მეუფე.

 

მეუფე გიორგი ამბობს, რომ ის ინფორმაცია, თითქოს ნარიმანოვი იყო პოეტი და პოლიტიკოსი, ეს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს არ ამართლებს.

 

„ადამიანს ბიოგრაფია არ უნდა დაუკარგო, თუმცა ეს არ ცვლის მის მეორე მხარეს, ის პოლიტიკოსიც იყო და საქართველოსთვის ბევრი ცუდი გააკეთა,

 

ჩვენს მარნეულელ თანამოქალაქეებს ნარიმან ნარიმანოვი მიაჩნიათ, რომ იყო საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ექიმი, რა თქმა უნდა ადამიანს, არ უნდა დაუკარგო ბიოგრაფია,

 

მაგრამ სტალინიც წერდა ლექსებს და იყო საზოგადო მოღვაწე, ასევე იყო პოლიტიკოსიც, ნარიმან ნარიმანოვის საქმიანობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა,

 

ის არის საბჭოთა გადმონაშთი, ისევე როგორც ფილიპე მახარაძე, სერგო ირჯონიკიძე და ჩვენ მათგან, ნელ-ნელა უნდა გავთავისუფლდეთ.

 

მე მარნეულის მერთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ქალაქის მერი, იმის ნაცვლად რომ, ხალხში ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობდეს ცნობიერების ამაღლებაზე,

 

ის პირიქით პროპაგანდას ეწევა, საბჭოთა იდეოლოგიის ძეგლს რესტავრაციას უკეთებს და თან ვისი ხარჯებით კეთდება ვერ ჩამოყალიბდნენ რომ თქვან,სახელმწიფო თუ პირადი“ –  ამბობს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი.

 

შეგახსენებთ, რომ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლს, რომელიც მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე, კულტურის სახლის სკვერში დგას ქალაქ მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა რესტავრაცია საკუთარი ინიციატივით გაუკეთა,

 

ამის შემდეგ, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგიმ (ჯამდელიანი) 24 მაისს საკვირაო ქადაგების დროს ისაუბრა და თქვა რომ ქალაქის მერმა ძეგლის რესტავრაციის ნაცვლად მისი დემონტაჟი უნდა მოახდინოს.

 

ვინ ცდილობს შუღლის გაღვივებას - სუსი ოპერატიულ ინფორმაციას ავრცელებს
2020-05-30ვინ ცდილობს შუღლის გაღვივებას - სუსი ოპერატიულ ინფორმაციას ავრცელებს
ავტორი: Prime Time

X