
მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერსა და ბერა ივანიშვილის ინტერვიუს ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა გამოეხმაურა.
„იყო შემთხვევა, როცა ჩემს შვილებსაც შეეხნენ. გადავირიე, ეს ტიპი მოვძებნე, ვიპოვე. აღმოჩნდა შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტი ბიჭი. არავინ ჩამირევია და მოვთხოვე პასუხი.
ჯერ ძალიან გაუკვირდა და იყო შეშინებული, ძალიან არაადეკვატური ვიყავი და მითხრა, რამდენი ჩემნაირიც დაწერს კომენტარს, ყველას უნდა გამოეკიდოო?! მაშინ მივხვდი, რომ იმიტომ წერენ ასეთ კომენტარებს, იქნებ როგორმე რამე რეაქცია გამოიწვიონ შენიშონ და ხმა გაგაგონონ. თავიანთ გაუბედურებულ ეგოს ასე იკმაყოფილებენ.
რაც შეეხება გუშინდელ ამბავს, არ აქვს მნიშვნელობა სად და რამდენი წლის იყავი, ვფიქრობ, რომ ქალიც და კაციც, რამდენი წლისაც უნდა იყოს, შემდგარია. რასაც გააკეთებ 15 წლის ასაკში, იგივეს გააკეთებ 30-ისას.
ის ჩანაწერი სულაც არ იყო ადეკვატური, ამ ქვეყანაზე ყოველთვის იქნება ვინმე, ვისაც არ მოეწონები. კი უსამართლოა, მაგრამ ასე ხდება.
მესმის, რომ კაცისთვისაც და ქალისთვისაც დედის გინება მძიმე მოსასმენია და სისხლი დუღს, გინდა რომ პასუხი მოსთხოვო, მაგრამ შენ უნდა მოსთხოვო, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენეს“, – ამბობს სიჭინავა.























