15:47 | 2021-02-11 ავტორი: Prime Time

ჩემს შვილს თითი არ დაუკარებია, ბაბუა თვრებოდა და ძალადობდა – რას ყვებიან ბრალდებულის მშობლები 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე

ჩემს შვილს თითი არ დაუკარებია, ბაბუა თვრებოდა და ძალადობდა – რას ყვებიან ბრალდებულის მშობლები 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე

14 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით დაკავებული 23 წლის მამაკაცის ოჯახში ძალადობის ფაქტს გამორიცხავენ.

 

ბრალდებულ ნ.ტ-ს მამა, ტელეკომპანიებისთვის მიცემულ კომენტარში ამბობს, რომ არასრულწლოვანი თვითმკვლელობამდე მისმა ოჯახმა მიიყვანა.

 

„ის გოგო იმ დონეზე მიიყვანეს რომ გარდაიცვალა. ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ოჯახმა“, – ამბობს ბრალდებულის მამა.

 

„ბაბუა სისტემატიურად ძალადობდა, თვრებოდა და ძალადობდა. ეს ყველაფერი გაუმხილა ჩემს შვილს. უთხრა რომ მიშველე, გადამიყვანე მეგობართანო.

 

არანაირი ძალადობა არ მომხდარა. ჩემს შვილს თითი არ აქვს დაკარებული“, – ყვება ბრალდებული მამაკაცის დედა.

 

14 წლის გოგო, რომელმაც გუშინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბაბუასთან ცხოვრობდა. არასრულწლოვანს მამა გარდაცვლილი ჰყავს, დედა კი თურქეთში სამუშაოდ იმყოფება.

 

ბაბუა ყვება, რომ მისი 14 წლის შვილიშვილის თვითმკვლელობის მიზეზი 23 წლის ბიჭთან სქესობრივი კავშირი გახდა.

 

„ბავშვი ატირებული ამოვიდა. ბაბუა, ასე და ასე მიქნა, იძალადა კიდევ და მომატყუაო. რამ მიიყვანა ამ ზომამდე და თბილისიდან არ ჩამოვიდა ექსპერტის ცნობა მალე, ერთი ჩამოვიდა, მეორე არ ჩამოვიდა. გუშინ მითხრეს, რომ [ბრალდებული მამაკაცი] დაკავებულია“, – ყვება გარდაცვლილი გოგოს ბაბუა.

 

ავტორი: Prime Time

X