09:19 | 2020-05-22 ავტორი: თეონა ყაჭიური

ჩემს ცოლს 25 წელი ყოველდღე ლექსებს ვუწერდი, მაშინაც კი როცა გარდაიცვალა – მსახიობის სიყვარულის სევდიანი ისტორია

ჩემს ცოლს 25 წელი ყოველდღე ლექსებს ვუწერდი, მაშინაც კი როცა გარდაიცვალა – მსახიობის სიყვარულის სევდიანი ისტორია

მსახიობი პიტერ გორდონი საკუთარ მეუღლეს 25 წლის განმავლობაში სასიყვარულო ლექსებს უწერდა. მას ლექსების წერა მეუღლის გარდაცვალების შემდეგაც არ შეუწყვეტია, ცოტა ხნის წინ კი მისმა ქალიშვილებმა ლექსები გამოაქვეყნეს. პიტერისა და ელისონის სიყვარულის ისტორიის შესახებ BBC წერს.

 

პიტერმა ლექსების წერა 1980-იან წლებში დაიწყო. ლექსები მის ყოველდღიურობად 10 წლის შემდეგ იქცა.
მსახიობი მეუღლის ემოციებს იხსენებს, თუ როგორ ელოდებოდა იგი ყოველ დღე ბალიშის ქვეშ პიტერის ახალ ლექსს.

 

Alison and Peter Gordon

 

„იგი ყოველთვის მოუთმენლად ელოდა. თავიდან პატარა წერილებით დავიწყე, შემდეგ ლექსებზეც გადავედი. მე მათ ყოველთვის ბალიშის ქვეშ ვტოვებდი.

 

როდესაც იგი ლექსს ნახულობდა, მე მაძლევდა და ვკითხულობდი, შემდეგ იგი კიდევ ერთხელ ჩუმად კითხულობდა და ისევ ბალიშის ქვეშ აბრუნებდა“,- იხსენებს მსახიობი.

 

პიტერს ლექსების წერა არც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ შეუწყვეტია. 2015 წელს ლექსებმა უფრო მუქი ფერი შეიძინა. ლექსებში სიცარიელე ყველაზე მეტად იგრძნობოდა.

 

მან 8,500-მდე ლექსი დაწერა. უზარმაზარი არქივიდან შვილებმა ინტერნეტში მხოლოდ 340 ლექსი გამოაქვეყნეს. ზოგიერთ გამოქვეყნებულ ლექსს თან ახლავს ვიდეოც.

 

როგორც მსახიობი ამბობს, საჭიროა, რომ ასეთი სიყვარულის შესახებ სხვებმაც გაიგონ.

 

„დიდ პატივს ვცემ ჩვენს სიყვარულს. ვფიქრობ, ღირს ამის შესახებ სხვებმაც იცოდნენ. ლექსებს ახლაც ვკითხულობ ხოლმე. ეს მაძლევს საშუალებას გავიხსენო, რა გაგვიკეთებია ერთად. ზოგიერთზე მეცინება, ზოგზე ვტირი კიდეც“,- ამბობს პიტერი.

 

„ერთად ბედნიერი 6 წელი ვიცხოვრეთ! - თურქი პოეტისა და ბათუმელი ქალის სიყვარულის ისტორიის სევდიანი დასასრული
2020-05-19„ერთად ბედნიერი 6 წელი ვიცხოვრეთ! - თურქი პოეტისა და ბათუმელი ქალის სიყვარულის ისტორიის სევდიანი დასასრული

 

იგი ახლა 87 წლისაა და ეროვნულ თეატრში ერთ-ერთ როლს ასრულებს. ლექსები პირველად ცოტა ხნის წინ, ელისონის გარდაცვალების მეოთხე წლისთავზე გამოქვეყნდა.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X