
„ჩემთან მიმართებაში საშიში არ არის“,- ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მისი თანაშემწის თვითიზოლაციასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ არც მას და არც სხვებს საფრთხე არ ემუქრებათ.
მისი თქმით, მის თანაშემწეს პრევენციის მიზნით ტესტირება მაინც ჩაუტარდა.
„ჩემი თანაშემწე იმყოფება თვითიზოლაციაში, მაგრამ იმ პერიოდში როდესაც მის მეუღლეს დაუფიქსირდა კორონავირუსი, ის უკვე იყო თვითიზოლაციაში, შესაბამისად თანაშემწეზე და მის ოჯახზე გავრცელების რისკი, რა თქმა უნდა, იყო დაბალი. ჩვენ მივიღეთ პრევენციული ღონისძიებები და უკვე ერთი კვირაა არ იმყოფება სამინისტროში, რაც გვაძლევს იმის საფუძველს რომ ვირუსი არ დაუფიქსირდება. მას პრევენციულად ჩაუტარეს კვლევა, რომელიც იყო ნეგატიური. ჩემთან მიმართებაში საშიში არ არის“,- განაცხადა ტიკარაძემ.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე თვითიზოლაციაშია.






















