00:05 | 2020-09-09 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ჩემთან ომს ყველა ერიდება, იცოდე“ – სასულიერო პირი მოზარდს შიშველი ფოტოების გაგზავნას აიძულებდა და აშანტაჟებდა

„ჩემთან ომს ყველა ერიდება, იცოდე“ – სასულიერო პირი მოზარდს შიშველი ფოტოების გაგზავნას აიძულებდა და აშანტაჟებდა

ლევან ჯალაღონიას, რომელსაც მამა იოანეს სახელით იცნობენ, ნათესავი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეოკადრებით შანტაჟში ადანაშაულებს.

 

„კურიერის“ ინფორმაციით, ის ნათესავ არასრულწლოვანს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა „ვაიბერის“ მეშვეობით ესაუბრებოდა და კონკრეტული განსაკურებელი ლოცვებისთვის შიშველ ფოტოებს და ვიდეოჩანაწერებს ითხოვდა, შემდეგ კი შეხვედრასაც აიძულებდა და აღნიშნული კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდა. რამდენიმეთვიანი ზეწოლის შემდეგ, მოზარდმა დახმარება ოჯახის წევრებს სთხოვა.

 

ლევან ჯალაღონიას, როგორც მამა იოანეს საეკლესიო მოღვაწეობა რუის-ურბნისის ეპარქიიდან იწყება. არსებობს ოფიციალური დოკუმენტიც, რომლითაც დგინდება, რომ 4 წლის წინ სასულიერო პირად აღკვეცეს.

 

თუმცა დაშვებული შეცდომების გამო, უკვე ბოლო ორი წელია, ის საქართველოს ეკლესიის არცერთ ეპარქიაში არ ირიცხება.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X