11:20 | 2021-10-06 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი“ – სანდრა რულოვსი სააკაშვილის ახალ ოჯახზე

„ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი“ – სანდრა რულოვსი სააკაშვილის ახალ ოჯახზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ყოფილი მეუღლე, სანდრა რულოვსი სააკაშვილის მიერ ახალი ოჯახის შექმნაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, ეს მისთვის მოულოდნელი იყო.

 

„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას.

 

ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი.

 

პირადი ემოციების მიუხედავად ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ“, – ნათქვამია რულოვსის ფეისბუკ-პოსტში.

 

ასევე ნახეთ ვიდეო – ლიზა იასკოს პირველი კომენტარი სააკაშვილის მონახულების შემდეგ

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X