15:09 | 2021-11-02 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ჩემთვის, როგორც დედისთვის, პირველი მიზანი არის, რომ საპატიმროდან რაღაცნაირად გამოვიყვანოთ, სხვადასხვა ხერხით შეიძლება მოხდეს ეს – გიული ალასანია

ჩემთვის, როგორც დედისთვის, პირველი მიზანი არის, რომ საპატიმროდან რაღაცნაირად გამოვიყვანოთ, სხვადასხვა ხერხით შეიძლება მოხდეს ეს – გიული ალასანია

ჩემთვის, როგორც დედისთვის, პირველი მიზანი არის, რომ საპატიმროდან რაღაცნაირად გამოვიყვანოთ. მაქვს იმედი, რომ სხვადასხვა ხერხით შეიძლება ეს მოხდეს, – ამის შესახებ გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

 

„რამდენიმე დღის წინ ვნახე, ეს იყო არჩევნებამდე. რაც შეეხება არჩევნებს, ეს იყო ჩვეულებრივი ომი. მიმაჩნია, რომ ჩემი შვილი იქ საერთოდ არ უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ ყველაფერმა აზრი დაკარგა და ვფიქრობ, რომ ეს შიმშილობა უნდა შეწყდეს. ერთია მე რას ვფიქრობ და მთავარია, ის რას ფიქრობს და რას აპირებს. ჯერჯერობით არაფერი სანუგეშო იქიდან არ მომისმენია.

 

ჩემთვის, როგორც დედისთვის, პირველი მიზანი არის, რომ საპატიმროდან რაღაცნაირად გამოვიყვანოთ. მაქვს იმედი, რომ სხვადასხვა ხერხით შეიძლება ეს მოხდეს. ადამიანის უფლებების დარღვევა ხელისუფლებისთვის ყოველ ნაბიჯზე დამახასიათებელია, მაგრამ ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ჩემი შვილის მაგალითზე. არამარტო ჩვენ, არამედ მთელმა მსოფლიომ დაინახა, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ალასანიამ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

შესაძლებელია, საჭირო გახდეს დამატებითი შეზღუდვების დაწესება – ალექსანდრე გოგინავა

 

Video: “ასეთი ცეკვა ცხოვრებაში არ მიცეკვია. რთული ყოფილა, მაგრამ პირობა – პირობაა” – ზურა ხაჩიძემ სიტყვა შეასრულა და იცეკვა

 

„კორონა თუ არა ეს უმსგავსო ადამიანები ნამდვილად მოგვკლავენ“ – ნინი ქარსელაძე

 

VIDEO: ბევრი ვიტირე… – ხათუნა ჟორდანიამ პირველად თქვა, რომ ქეთა თოფურიაზე ეჭვიანობდა

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X