19:16 | 2020-04-13 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ჩერნობილში ხანძარმა რადიოაქტიური ნარჩენების სათავსომდე მიაღწია

ჩერნობილში ხანძარმა რადიოაქტიური ნარჩენების სათავსომდე მიაღწია

ჩერნობილის ზონაში ხანძარი ქალაქ პრიპიატს მიუახლოვდა, სადაც რადიოაქტიური ნარჩენების სათავსო მდებარეობს. ამის შესახებ ჩერნობილის ზონის მმართველი სახელმწიფო სააგენტოს საზოგადოებრივი საბჭოს წევრი იაროსლავ ემელიანენკო სოციალურ ქსელში წერს. 

 

მისი თქმით, ცეცხლი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურისკენ მიემართება, რადგან სწორედ იმ მხარეს უბერავს ქარი.

 

„ახლა ცეცხლი ქალაქ პრიპიატში მძვინავრებს. ორ კილომეტრში მდებარეობს რადიოაქტიური ნარჩენების საცავი, სადაც ყველაზე საშიში რადიაციული ნარჩენები ინახება“, – წერს იაროსლავ ემელიანენკო.

 

ტყის ხანძარი კოროვსტიკის დასახლებულ პუნქტთან 4 აპრილს დაიწყო, მას შემდეგ კი 10 ჰექტარამდე დაფარა და ყოფილ ატომურ სადგურს მიუახლოვდა.

 

არსებული ინფორმაციით, ხანძრის გამჩენი დაკავებულია. ჩაქრობაში მონაწილეობას 390-მდე ადამიანი იღებს.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X