
ჩერნობილის ხანძრის დროს შექმნილი კვამლი, უკრაინის დედაქალაქისკენ გაიმართა, რის გამოც, კიევი ამ ეტაპისთვის მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ქალაქი გახდა iqair-ის მონაცემებით.
კიევში ჰაერის დაბინძურების ინდექსი 246 პუნქტს შეადგენს, მაშინ როცა ნორმა 50 პუნქტია. ამასთან, ქალაქის ჩრდილოეთით ეს მაჩვენებელი 318-მდე გაიზარდა.
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, რადიაციის დონე არ არის მომატებული და საშიშროება არ არსებობს.
ატომური ელექტროსადგურის ზონაში ხანძარი 4 აპრილს გაჩნდა. ამ ეტაპისთვის, საქმესთან დაკავშირებით 2 ადამიანი დაკავებულია და ხანძრის ყველა ღია კერა ჩამქრალი.






















