10:00 | 2020-12-19 ავტორი: თეონა ყაჭიური

ჩილეს პრეზიდენტი პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 3 500 დოლარით დაჯარიმდა

ჩილეს პრეზიდენტი პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 3 500 დოლარით დაჯარიმდა

ჩილეს პრეზიდენტი სებასტიან პინერა პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო 3500 დოლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

 

გამოცემის ცნობით, ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, სადაც იგი პირბადის გარეშე სხვა ადამიანს ესუბრებოდა.  სანაპიროზე სეირნობისას სებასტიან პინერასთან მივიდა უცნობი ქალი და ფოტოს გადაღება სთხოვა, თუმცა არც ერთ მათგანს პირბადე არ ეკეთა.

 

კანონდარღვევის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს თავად პრეზიდენტმა მიაწოდა.

 

 

ჩილეში საჯარო სივრცეში პირბადის გამოყენების წესის დარღვევისთვის გათვალისწინებულია როგორც ჯარიმა, ასევე თავისუფების აღკვეთა.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X