19:35 | 2020-05-31 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ჩილეში 111 წლის მოხუცი COVID-19-ისგან განიკურნა

ჩილეში 111 წლის მოხუცი COVID-19-ისგან განიკურნა

ჩილეში, ქალაქ სანტიაგოში 111 წლის მოხუცმა ქალმა კორონავირუსი დაამარცხა და ქვეყანაში გახდა ყველაზე უხუცესი ადამიანი, რომელიც ამ დაავადებისაგან განიკურნა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

 

111 წლის ხუანა სუნიგა 25 ადამიანთან ერთად დაინფიცირდა, რომლებიც მოხუცთა თავშესაფარში ერთად ცხოვრობდნენ.

 

თუმცა მათ შორის ის ყველაზე ასაკოვანი ქალი იყო. ჯერ კიდევ კორონავირუსით ინფიცირებამდე ხუანას ფილტვებზე ჰქონდა პრობლემა. მიუხედავად ამისა, მან ეს დაავადება ადვილად გადაიტანა.

 

„მას არ ჰქონდა არანაირი სიმპტომი და მაღალი სიცხეებიც არ აწუხებდა“, – განაცხადა თავშესაფრის დირექტორმა.

 

ყველაზე ასაკოვანი ქალი, რომელიც COVID-19-ისგან განიკურნა
2020-05-12ყველაზე ასაკოვანი ქალი, რომელიც COVID-19-ისგან განიკურნა

 

ხუანა სუნიგა 28 დღის განმავლობაში იზოლირებული იყო იქ მყოფი მოხუცებისგან. ის კორონავირუსისგან სრულად 10 მაისს გამოჯანმრთელდა და გახდა ყველაზე უხუცესი ქალი ჩილეში, რომელიც COVID19-ისგან განიკურნა.

 

მედიის ცნობით, მოხუცი ქალბატონი თავშესაფარში 2014 წელს, დის გარდაცვალების შემდეგ მოხვდა. მას არასდროს ჰყოლია ქმარი და შვილები.

 

ასევე, 12 მაისს გახდა ცნობილი, რომ ესპანელი მარია ბრაიანსი (113 წლის) გახდა ყველაზე უხუცესი ადამიანი რომელმაც კორონავირუსი სრულად დაამარცხა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X