
ჩინეთი განზრახ მალავდა ან ანადგურებდა კორონავირუსის ეპიდაფექთების მტკიცებულებებს, – ამის შესახებ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც „ხუთი თვალის“ სადაზვერვო ალიანსმა მოამზადა.
ანგარიშის ავტორთა აზრით, ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში ოფიციალური პეკინისთვის ცნობილი იყო, რომ კორონავირუსი გადამდებია, თუმცა ეს ფაქტი მხოლოდ 2020 წლის 21 იანვარს დაადასტურა.
ასევე ჩინეთის მთავრობა კორონავირუსის არსებობის შესახებ ყველა ინფორმაციას მალავდა, ახდენდა ზეწოლას ექიმებზე და ანადგურებდა ლაბორატორიებში არსებულ მტკიცებულებებს, რითაც საფრთხე შეუქმნა სხვა ქვეყნებს.
როგორც Daily Telegraph-ი წერს, ავსტრალიური დაზვერვა მიიჩნევს, რომ ვირუსი უხანის ბაზრობაზე გაჩნდა, ხოლო ამერიკული სპეცსამსახურები, მათ შორის CIA და FBI ავსტრალიური მხარის პოზიციაში ეჭვი შეაქვთ.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
ბოლო მონაცემებით კი, მსოფლიოში კორონავირუსით 3 421 834 ადამიანი დაინფიცირდა, 1 092 715 კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის ინფექციას 244 791 ადამიანი ემსხვერპლა.






















