10:27 | 2020-04-17 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ჩინეთის ხელისუფლებამ უხანში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა შეცვალა

ჩინეთის ხელისუფლებამ უხანში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა შეცვალა

ქალაქ უხანის ხელისუფლებამ, ახალი კორონავირუსის აფეთქების დროს, ქალაქში გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობის რიცხვი განაახლა. მსხვერპლის რიცხვი 1290-დან 3869-მდე გაიზარდა.

 

Associated Press-ი, ჩინურ სააგენტო „სინჰუაზე“ დაყრდნობით წერს, რომ რიცხვის ცვლილების მიზეზი, ეპიდემიის დასაწყისში სამედიცინო დაწესებულებების შეცდომები იყო, რომლებიც თავს ვერ ართმევდნენ პაციენტების რაოდენობას და დიაგნოზის შესახებ დოკუმენტს, შესაბამის უწყებას, დროულად ვერ აწვდიდნენ.

 

კერძოდ, სტატისტიკაში თავდაპირველად არ მოხვდა ზოგიერთი შემთხვევა, როდესაც კორონავირუსით დაინფიცირებულები სახლში გარდაიცვალნენ.

 

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის აფეთქება, ჩინეთის ქალაქ უხანიდან დაიწყო. ქალაქი 2 თვის განმავლობაში მკაცრ კარანტინში იყო.

 

ჩინეთის ხელისუფლება მანამდე არა ერთხელ შენიშნეს იმაში, რომ ინფორმაციას სრულყოფილად არ ავრცელებს ან საერთოდაც მალავს. მათ შორის იყო ის ბრალდებაც, რომ უხანი სპეციალურად აკლებს კოვიდ-19-ის პაციენტების რაოდენობას.

 

ამ დროისთვის ჩინეთში ახალი კორონავირისის 83,4 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 78,4 ათასი გამოჯანმრთელდა.

 

ამავე თემაზე ნახეთ:

 

ჩინეთმა ეპიდემიის შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთება 6 დღით დააგვიანა;

 

კოვიდ-19-ის პირველი პაციენტი, უხანის ლაბორატორიაში მუშაობდა;

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X