11:05 | 2020-02-21 ავტორი: Prime Time

ჩინეთის ციხეებში კორონავირუსის 500-მდე შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთის ციხეებში კორონავირუსის 500-მდე შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთის ციხეებში ახალი კორონავირუსის 500-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Theguardian ავრცელებს.

 

ინფიცირებულები არიან როგორც პატიმრები ასევე ციხის თანამშრომლები.

 

ბოლო მონაცემებით ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 118 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 236-ს მიაღწია. დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 75,465-მდე გაიზარდა.

 

გარდაცვალების 118 შემთხვევიდან 115 ჰუბეის პროვინციაში, მათ შორის 99 – ქალაქ უხანში, დაფიქსირდა.

ავტორი: Prime Time

X