
სამხრეთ ჩინეთის ტექნოლოგიურ ცენტრში, შენჟენში კატებისა და ძაღლების ხორცის საკვებად მოხმარება აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცის reuters-ი ავრცელებს
როგორც გამოცემა წერს, ხელისუფლების მიერ გაცემული ბრძანება ძალაში 1 მაისს შევა.
მეცნიერები ეჭვობენ, რომ ახალი კორნავირუსი ადამიანებზე ცხოველებისგან გადავიდა. ინფიცირების პირველი შემთხვევები სწორედ ჩინეთის პროვინციის ქალაქ უხანში, ველური ცხოველების ბაზარზე დაფიქსირდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მალე მილიონს მიაღწევს. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 47,273-ია.






















