09:17 | 2022-01-04 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ჩინეთში კორონავირუსის 3 შემთხვევის გამო ქალაქი ჩაკეტეს 

ჩინეთში კორონავირუსის 3 შემთხვევის გამო ქალაქი ჩაკეტეს 

ჩინეთის პროვინცია ჰენანის ქალაქი იუჩჟოუ ჩაიკეტა მას შემდეგ, რაც კვირას აქ კორონავირუსისსამი ასიმპტომური შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

 

1 მილიონზე მეტ მოქალაქეს სახლში დარჩენა უბრძანეს.

 

ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა, საზოგადოებრივი შეხვედრები და სწავლა გაუქმდა.

 

არსებული ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში შესასვლელი და გასასვლელი გადაკეტილია.

 

ასევე, მაღაზიებსა და სუპერმარკეტებს დაევალათ „შეაჩერონ კომერციული საქმიანობა, გარდა ყოველდღიური საქონლის მიწოდებისა“.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X