
ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჰიგიენისა და ჯანდაცვის კომიტეტი ავრცელებს.
არსებული ცნობით, ინფიცირების 6 ადგილობრივი შემთხვევა ქალაქ ცზილინში დაფიქსირდა. სულ მცირე 367 ადამიანია, რომლებსაც ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდათ. ისინი იზოლაციაში იმყოფებიან.
ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 82 926 შემთხვევა დადასტურდა, 78 189 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 633 კი გარდაიცვალა.






















