
ჩინეთში დღეს ახალი კორონავირუსის ინფექციისგან დაღუპულებს გლოვობენ – მთელი ქვეყნის მასშტაბით 3-წუთიანი დუმილი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ეპიდემიის დაწყებიდან, რომლის აფეთქების ცენტრი ქალაქი უხანი იყო, ჩინეთში 82 ათასზე მეტი დაინფიცირდა და 3 300 ადამიანი გარდაიცვალა.

დუმილის დროს, ჩინეთის ცაზე დროშებმა გადაიფრინა, ხოლო გემები და მატარებლები გარდაცვლილების პატივსაცემად სირენების ხმას გამოსცემდნენ.






















