
ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 118 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 236-ს მიაღწია. ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაინფიცირებულთა რაოდენობა 75,465-მდე გაიზარდა.
გარდაცვალების 118 შემთხვევიდან 115 ჰუბეის პროვინციაში, მათ შორის 99 – ქალაქ უხანში, დაფიქსირდა.






















