23:19 | 2021-07-18 ავტორი: Prime Time

ჩინეთში მაიმუნის ვირუსით ვეტერინარი გარდაიცვალა – მსგავსი ფაქტი აქამდე არ დაფიქსირებულა

ჩინეთში მაიმუნის ვირუსით ვეტერინარი გარდაიცვალა – მსგავსი ფაქტი აქამდე არ დაფიქსირებულა

ჩინეთში მაიმუნის ვირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. აქამდე მსგავსი ვირუსით გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

 

გამოცემის ცნობით, გარდაცვლილი 53 წლის პეკინელი ვეტერინარია, რომელმაც ექსპერიმენტული კვლევის ფარგლებში, ორი გორილა მარტში გაკვეთა.

 

დაახლოებით 1 თვის შემდეგ მას ვირუსის პირველი სიმპტომი – ღებინება გამოუვლინდა.

 

პაპუაშვილმა ბოკუჩავა ხელში აიყვანა და ძალის გამოყენებით გაარიდა ტრიბუნას - ვიდეო
2021-07-18პაპუაშვილმა ბოკუჩავა ხელში აიყვანა და ძალის გამოყენებით გაარიდა ტრიბუნას - ვიდეო

 

ვეტერინარი რამდენიმე კლინიკაში მკურნალობდა.

 

მკვლევარებმა აპრილში ვეტერინარის ცერებროსპინალური სითხის ანალიზით დაადგინეს, რომ ის BV დადებითი იყო. ვირუსი არ აღმოაჩნდა მის არცერთ ახლო კონტაქტს.

ავტორი: Prime Time

X