08:20 | 2021-07-21 ავტორი: Prime Time

ჩინეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოყვა

ჩინეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოყვა

ჩინეთის ჰენანის პროვინციაში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. ევაკუირებულია 100  ათასამდე მოქალაქე.

 

ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

 

სინოპტიკოსების ცნობით, ეს რეგიონში ბოლო ათასი წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმაა.

 

ჰენანის პროვინციაში შეფერხებულია სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა, გაუქმდა და გადაიდო ავიარეისები. პროვინციაში ერთ-ერთი კაშხლის გარღვევის საფრთხეა შექმნილი.

ავტორი: Prime Time

X