
ჩინური საფეხბურთო კლუბი ვირუსისგან თავის დასაღწევად ესპანეთიდან უხანში ბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახბე „Euronews“-ი ავრცელებს.
როგორც უცხოური მედია წერს, უხანის გუნდი ესპანეთში სეზონის წინ მოსამზადებელ შეკრებაზე თვენახევრის წინ გაემგზავრა.
გუნდი ესპანეთის დატოვებას თებერვლის შუა რიცხვებში აპირებდა, მაგრამ იძულებულები გახდნენ, ესპანეთის სამხრეთ რეგიონში მარტის ბოლომდე დარჩენილიყვნენ.
ფეხბურთის ნაკრებიდან ესპანეთში გამგზავრების დროს არცერთი არ იყო დაინფიცირებული, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, ერთ-ერთი ფეხბურთელის ბებიას ჰქონდა კორონავირუსი.
„ჩინეთში ახლა უკეთესი ვითარებაა“, – განაცხადა Associated Press-ს გუნდის ესპანელმა მწვრთნელმა ჟოზე გონსალესმა.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გუნდს კარანტინში ყოფნა ელის.






















