18:59 | 2020-03-18 ავტორი: Prime Time

ჩხოროწყუში პოლიციამ კარანტინში 2 პირი გადაიყვანა 

ჩხოროწყუში პოლიციამ კარანტინში 2 პირი გადაიყვანა 

ჩხოროწყუში პოლიციამ იძულების წესით კარანტინში 2 პირი გადაიყვანა. მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი რომელიც უნდა ყოფილიყო თვითიზოლაციაში და რამდენიმე დღის წინ პოლონეთიდან ჩამოვიდა, პოლიციამ სახლიდან აიყვანა.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ მეზობლებმა განუცხადეს, ასევე აყვანილია მამაკაცის ბიძაშვილი, რომელიც თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო.

 

„ორივე იყო თვითიზოლაციაში, არ გამოდიოდნენ სახლიდან, მაგრამ ერთი ყოფილა სალონში, ასევე მარკეტში. ეტყობა ვიღაცეებმა ნახეს და დარეკეს ცხელ ხაზზე, წუხელ პოლიციამ ორივე გადაიყვანა საკარანტინო ზონაში“, – აცხადებენ თვითმხილველები.

 

შეგახსენებთ: კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან

 

ამავე თემაზე: პოლიციამ ავტობანზე ერთი პიროვნება დააკავა, რომელმაც თვითიოზოლაციის წესი დაარღვია.

 

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 28 ადამიანი გადაიყვანა

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

X