16:26 | 2020-05-21 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ჩოხატაურში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს

ჩოხატაურში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს

მკვლელობა გურიაში. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

 

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა სოფელ გუთურში მოხდა და ამ დროისათვის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუმარტეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

მათივე ინფორმაციით, სავარაუდო ეჭვმიტანილი დაკავებულია.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X