
ჩოხატაურში საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება მოხდა. ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, დაუდგენელმა პირებმა საზოგადოებრივ ცენტრში არსებული ბანკომატი ააფეთქეს. შემთხვევა სოფელ კოხნარში გუშინ ღამით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
























