
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში, აფეთქების შედეგად საზოგადოებრივი ცენტრის შენობა დაზიანდა. ამ დროისთვის აფეთქების მიზეზი უცნობია.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.






















