
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის სანაპიროსთან ახლოს კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა – ამის შესახებ BBC-ი წერს.
მათივე ცნობით, რაკეტა ჩრდილოეთ კორეის საპორტო ქალაქ სინპოდან გაუშვეს და იაპონიის ზღვაში ჩამოვარდა.
გამოცემა წერს, რომ ფხენიანმა რაკეტა მას შემდეგ გაუშვა, რაც სეულში სამხრეთ კორეის, იაპონიისა და აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელები ერთმანეთს შეხვდნენ.
რაკეტის გაშვებას იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კაშიდა გამოეხმაურა და „ძალიან სამწუხარო“ შემთხვევა უწოდა. ბოლო ერთი თვის მანძილზე ჩრდილოეთ კორეაში ბალისტიკური რაკეტა რამდენჯერმე გამოსცადეს.























