00:10 | 2020-06-04 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“ჩცდ”-ს თამუნა მანჰეტენზე შესანიშნავად ცხოვრობს – ფოტოები

“ჩცდ”-ს თამუნა მანჰეტენზე შესანიშნავად ცხოვრობს – ფოტოები

მსახიობ ხატია ბრაჭულს საზოგადოება სხვადასხვა სატელევიზიო პროექტებიდან კარგად იცნობს, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა სერიალმა “ჩემი ცოლის დაქალები” მოუტანა.

 

თამუნა სერიალში თამამ როლს დათანხმდა, ის ბაქარ ორჯონიკიძის ცოლს თამაშობდა, რომელიც სცენარის მიხედვით, ბაქარ ორჯონიკიძემ ბორდელში გაიცნო.

 

ერთი წლის წინ, თამუნას პერსონაჟი სერიალიდან გაქრა და ბაქარ ორჯონიკიძემ ვაკელ ლეკაზე იქორწინა.

 

მსახიობი საცხოვრებლად და სამუშაოდ ამერიკაში წავიდა. ხატია ბრაჭული ამერიკაში ბავშვებთან მუშაობს და წინ დიდი გეგმები აქვს.

 

ხატიას ამერიკაში ცხოვრება არ გაუჭირდა, რადგან იქ მისი უამრავი მეგობარი ცხოვრობს. მსახიობი კორონავირუსის პანდემიამდე მათთან ერთად ხშირად სტუმრობდა ხმაურიან წვეულებებს, რომელიც მანჰეტენის განუყოფელი ნაწილია.

 

უახლოეს პერიოდში მისი თაყვანისმცემლებისთვის სასიამოვნო სიახლეც აქვს დაგეგმილი, თუმცა ჯერჯერობით ამაზე საუბრისგან თავს იკავებს.

 

Khatia Brachuli-ს ფოტო.

Khatia Brachuli-ს ფოტო.Dimitri Manuel-ს ფოტო.

NaTi NaTi-ს ფოტო.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X