
რიონის ხეობაში ჩასული მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციაზე არ მიუშვეს და უთხრეს, რომ მისი პოლიტიკური გემოვნება აქციაზე მყოფი ნაწილისთვის მიუღებელი იყო.
როგორც „რიონის ხეობის მცველი“ ვარლამ გოლეთიანი განმარტავს, მათ ამის შესახებ სოციალური ქსელიდან შეიტყვეს.
მისივე თქმით, აქციაზე უამრავი ადამიანი მიდის და ბევრი მათგანი პროვოკაციულადაც იქცევა.
„საერთოდ ჩვენ ამ ყველაფრის შესახებ არ ვიცოდით. შემდეგ ჩვენ ბატონ მალხაზს დავუკავშირდით. გამოვკითხეთ, თუ რა მოხდა. ავუხსენით მას, რომ ეს პოზიცია ჩვენგან არ მოდიოდა. ჩვენც სოციალური ქსელიდან გავიგეთ, რომ თითქოს „რიონის ხეობის მცველებმა“ და ხალხმა გააძევეს. ჩვენს აქციებზე უამრავი ადამიანი მოდის. ბუნებრივია ცალკეულ შემთხვევებს ვერ გავაკონტროლებთ. ბევრი მათგანი პროვოკაციულადაც იქცევა. მოვუწოდებ ყველას, ნუ აყვებიან ამ ყველაფერს,“ – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.























